Страницы

Translate

вторник, 4 февраля 2014 г.

უსასრულობა

The author
   ღამის ოთხი საათი სრულდებოდა, როცა ნაწვიმარ ქვაფენილს ახალგაზრდა, სუსტი აღნაგობის ქალი აუყვებოდა.  თითქოს, რაღაც აინტერესებდა, აქეთ–იქით მოსახლეების ფანჯრებში იცქირებოდა და ყურს უგდებდა ...

4 комментария:

  1. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  2. ცდილობდა შეუმჩნეველი ყოფილიყო და მოსასხამს ,რომელიც ტანზე მჭიდროდ შემოეჭირა,ხელებს არ უშვებდა ,ამით ღამის სიცივესა და სხეულის კანკალს ებრძოლებოდა.მოულოდნელმა ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა თითქოს,ჩანთაში ხელის ფათურით იპოვა მობილური და გაოგნებული სახით შემომავალ ნომერს დააცქერდა . ის ის იყო პასუხის გაცემას აპირებდა,რომ მანქანის ფარების შუქმა შეანათა...

    ОтветитьУдалить
  3. დაბნეულობისაგან თუ დაუდევრობით ტელეფონის ზარი გათიშა და უკან, ჩანთაში ჩააგდო. ავტომობილი მის ფეხებთან გაჩერდა.
    შუშა ნელ–ნელა დაბლა დაეშვა და მის წინ უცხო მამაკაცის სილუეტი გამოიკვეთა
    – რამით, ხომ არ დაგეხმაროთ? გაისმა ოდნავ ჩახლეჩილი ხმა მანქანიდან
    – მე..... დაიწო ფრაზა გოგნამ, თუმაცა ვეღარ გააგრძელა მღელვარებისაგან
    – დაბრძანდით, სადაც გნებავთ მიგიყვანთ. მამაკაცის ხმამ ისევ დაარღვია სიჩუმე
    – გმადლობთ, არ არის საჭირო. ამჯერად გოგონამ თავს ძალა დაატანა და შეეცადა დაესრულებინა აზრი.
    მანქანის ძრავა ჩაქრა, კარები გაიღო და მამაკაცი გადმოვიდა. თუმცა გოგონამ ვერ შეძლო მისი სახის კარგად დანახვა, რადგან მბჟუტავი ლამპიონის შუქი მის სილუეტს უკნიდან ეცემოდა. სამაგიეროდ მამაკაცმა დაინახა გოგონა უკეთესად და ადგილზე გაშეშდა...

    ОтветитьУдалить
  4. ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს.წვიმის წვეთები ისევ გამოერეოდა ხოლმე ქარს და გაწეწილ თმასა და სახეს უსველებდა.ფეხს აუჩქარა თითქოს მართლა ელოდა,ეჩქარებოდა იმ ადგილის ნახვა სადაც პირველად შეხვდა.სიბნელის მიუხედავად მისი შავი თვალების სხივი ანათებდა მთვარის შუქზე,მისი ღიმილი ოდნავ გაპობილი ბაგეებიდან და გაოცებული თვალები, ახლაც ისევ წვიმდა როგორც მაშინ.::გაწეწილ თმებზე ქარი ურცხვად მეალერსება,ზაფხულის წვიმა განუწყვეტლივ მინამავს ტუჩებს,თითქოს იქ მელი მოუთმენლად როგორც პირველად,შენი ფეხის ხმა მიუყვება ნაწვიმარ ქუჩებს.ახლა ვიგრძენი დასასრული არ დასაწყისის და ღამის ცაზე გარინდული ვარსკვლავებს ვითვლი,გაბუტულ ტუჩებს აღარ შერჩა არც კოცნის კვალი იქნებ არც ღირდა,ამაოა რისთვისაც ვიბრძვი.არ შერჩნია ნაკვალევი ნაწვიმარ ქუჩებს,აღარც ჩემ სხეულს ნაფერები შენი თითების,წვიმის მაგივრად ცხელი ცრემლი მეცემა გულზე და ჩემი გრძნობა ჩემში რჩება ვით ეს ფიქრები."მაგრამ იქ არ ჩანს მხოლოდ უსასრულო მოლოდინი რჩება..................

    ОтветитьУдалить